вторник, 19 апреля 2011 г.

კახური სამზარეულო

მეურნეობა


ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "კახეთი

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 410-42015' დააღმოსავლეთ გრძნ­ედის 450-46030'კოორდინატებზე. ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.
ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.
შიდა კახეთი წარმოადგენს თანდათანობით ქანობს ზემოთ ხსენებული ქედების და გადადის საქართველოში უდიდეს ალაზნის დაბლობში. ალაზნის დაბლობი განლაგებულია მდინარე ალაზნის ორივე მხარეს. მისი სიგრძე დაახლოებით 160 კმ, ხოლო სიგანე 5-დან 40 კმ-მდე, ჩრდილო-დასავლეთიდან სიმაღლე ზღვის დონიდან 740 მ სიმაღლეზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით იგი დაბლდება 200 მ-მდე აზერბაიჯანის საზღვართან. ალაზნის ველის რელიეფი არათანაბარია, კავკასიის მთავარი ქედიდან ჩამონადენი მთის მდინარეების ეროზიული მოქმედებით მთის ფერდობები და მისი ძირები საკმაოდ დანაწევრეულია.
გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.

კლიმატი _ გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.
კახეთის კლიმატური პირობები ხელშემწყობია ხარისხოვანი მეღვინეობისათვის. ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600-800 მმ. ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 210 დღეს უდრის, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოსალოდნელია სეტყვა, რომელიც ხშირად ამა თუ იმ რაიონს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდები. ზამთარი ზომიერად ცივი, ღრუბლიანი და მცირე თოვლიანია. ვაზისათვის ხანგრძლივი საზიანო (18-200) ყინვები იშვიათად იცის. საერთოდ ვაზის კულტურის არსებობა კახეთში შესაძლებელია დაუმარხავად და ძირითადად მოურწყავადაც. 

ნიადაგები _ გარე კახეთის მევენახეობა წარმოდგენილია ცივგომბორის მთების სამხრეთ-დასავლეთის დაბოლოებასა და მდინარე იორის მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა ტერასებს შორის მოქცეულ სარტყელში, რომელიც ზღვის დონიდან 450-700 მ-ის ფარგლებშია და მოიცავს საგარეჯოს რაიონის სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდს და თვით საგარეჯოს, გარეჯს, გიორგიწმინიდას, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთს, ვერხვიანს, ბადიაურს, იორმუღანლოს, ყანდაურას და შიბლიანის ტერიტორიებს. ნაწილობრივ გურჯაანის რაიონის სოფლებს: კაჭრეთს, ჯიმითს, მელაანს, არაშენდას, ჩალაუბანს და სიღნაღის რაიონის სოფლებს: ნუკრიანს, ზემო და ქვემო ბოდბეს, მაღაროს ტერიტორიებს. გარდაბნის რაიონის სოფლებს: სამგორს, ვარკეთილს, მარტყოფს, გამარჯვებას და სართიჭალის ტერიტორიებს.
გარე კახეთში ძირითადად წარმოდგენილია შავმიწა და შავმიწისებრი ნიადაგები თავისი ნაირსახეობებით და სახესხვაობებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობი უკავია აგრეთვე ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს ნაირსახეობითა და სახესხვაობებით. შედარებით ნაკლები ფართობი წარმოდგენილია ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახე­ო­ბე­ბი და სახესხვაობები.
ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე თავისი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. შავმიწა, შავმიწისებურ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებში პროფილის სისქე 50-120 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან ძირითადად თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2-4%-ის ფარგლებში მერყეობს, ქვევით კი თანდათან მცირდება. კარბონატებს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5-25%-ის ფარგლებშია, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მეტსაც აღწევს. ნიადაგების არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,3-8,2-ის ფარგლებშია.
ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობის ზონაში შედარებით მცირე ფართობით არის წარმოდგენილი და ძირითადად ხევების გასწვრივ და მთის კალთების ქვედა სარტყელში გვხვდებიან. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებშია, ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით. კარბონატების საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში ძირითადად 1,5-2,55-ის ფარგლებშია.
შიდა კახეთის ზონა მოიცავს გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილობრივ სიღნაღის, წითელწყაროს და ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიებს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არიან განლაგებული და მის მეორე ტერასას და ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კალთების დაბოლოებას წარმოადგენენ. ზონა მოქცეულია კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებასა და ცივგომბორის მთების ჩრდილოპ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის კალთების დაბოლოებას შოპრის ზღვის დონიდან 350-750 მ-ის ფარგლებში.
შიდა კახეთის ზონაში ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილია ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობებით.
ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგების პროფილის სისქე 60-120 სმ-ის ფარგლებში მერყეოპბს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარებს და მძიმე თიხნარებს წარმოდგენს. ხასიათდებიან ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით, საშუალო და სუსტი კარბონატებით. ნიადაგის არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,2-8,2-ის ფარგლებში ცვალებადოდბს. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 2,0-4,0%-ის ფარგლებშია, ქვევით კი თანდათან მცირდება.
ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ორივე მხარეზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-60 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ზოგიერთ მონაკვეთებში კი მსუბუქი თიხნარი და სილნარებია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-2,5%-ის ფარგლებშია ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. კარბონატებს ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილი ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები ძირითადად საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ (4,5-25,0%-ის ფარგლებშია), ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე წარმოდგენილი ეს ნიადაგები საერთოდ არ შეიცავენ ან გამონაკლისს შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი (0,5-2%-ის ფარგლებში). ნიადაგის არეს რეაქცია პH კი ალაზნის მარჯვენა მხარეზე მდებარე ამ ნიადაგებში 7,3-8,2-ის ფარგლებშია, ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე მდებარე ნიადაგებში 6,2-7,0-ის ფარგლებში მერყეობს.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

კახური ფოლკლორი

ისტორია

კახეთის ისტორია

კახეთი კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. იმ პერიოდში კახეთი მოიცავდა ტერიტორიას კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ტყეტბამდე.

III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
XI-XII სს. მიჯნაზე კახთა ქორეპისკოპოსი კვირიკე III განუდგა საქართველოს მეფეს, "დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა". XII ს. დავით აღმაშენებელმა კახეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა.

XV ს. საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო (გვიანდელი). ამ დროისათვის კახეთის სამეფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გრემი იყო, მოგვიანებით (გრემის განადგურების შემდეგ) კი თელავი.
კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.
 
ღირსშესანიშნაობები:
ალავერდი(X-XVII სს.),
ალვანი(VIII-IXსს.),
ბაიხოს სამება(VII ს.),
კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.),
მატანის ციხე(XVIII ს.),
გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ
აზისუბნის ორმოცნი(VI ს.),
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.),
ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.),
ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.),
კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.),
სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.),
ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.),
წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.),
ხორაუგის ქვაბთა სისტემა,
ვაზიანის ამაღლება(X ს.),
ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.),
აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა
ხალი შუამთა (XVI ს.),
ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.),
ბატონის ციხე(XVII ს.),
იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.),
კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.),
კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.),
ძველი შუამთა(V_VII სს.),
ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.),
ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.),
დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.),
კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.),
ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.),
საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.),
მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.),
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.),
ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც
იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.),
ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.),
ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.),
ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.),
გრემი (XVI ს.),
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX),
ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.),
ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.),
ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია,
აღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.),
ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.),
შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.)
ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.),
დუბის დედათა მონასტერი(VI ს.),
უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში,
ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.),
ახმეტის ოთხკუთხა კოშკი,
ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.),
ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი),
დურუჯის ხეობის ლოდი,
ყვარლის ღვინის გვირაბი,
ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები,
უდაბნოს სვეტი,
ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

მუზეუმები:
ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,
თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,
ვ. სარაჯიშვილის,
ვ. გოძიაშვილის,
ილო მოსაშვილის,
ი. ევდოშვილის,
ს. მირიანაშვილის,
ს. შანშიაშვილის,
ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,
ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,
მარჯანიშვილის მუზეუმი,
ახმეტის,
გურჯაანის,
დედოფლისწყაროს,
საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები: 
ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
თუშეთის ეროვნული პარკი;
ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
ლაგოდეხის აღკვეთილი;
ივრის აღკვეთილი;
ჭაჭუნის აღკვეთილი